მთავარი საზოგადოება სოციალური ქსელი

თქვენ გელით საკუთარი მშობლების და ბებია-ბაბუას მიერ შექმნილი ჯოჯოხეთის გავლა – ჯაფარიძე პირველკლასელებს

“ვუსამძიმრებ პირველკლასელების აბსოლუტურ უმრავლესობას მრავალწლიან ციხეში მოხვედრის გამო

თქვენ გელით საკუთარი მშობლების და ბებია-ბაბუას მიერ შექმნილი ჯოჯხეთის გავლა, სადაც:

– დაგამცირებენ
– მოგექცევიან როგორც მონებს
– დაგაზეპირებინებენ სრულიად გამოუსადეგარ ზღვა ინფორმაციას
– არ მოგცემენ განვითარების შესაძლებლობას იმ მიმართულებებით, რომლებიც გაინტერესებთ
– გასწავლიან ფარისევლობას
– დაგაკარგვინებენ აზროვნების უნარს
– შეგაზიზღებენ სწავლას და ფიქრს
– შეგაზიზღებენ დილით გაღვიძებას
– საბოლოო ჯამში გაგწირავენ წარუმატებლობისთვის და სიღარიბისთვის

და ამ ყველაფერს თავად თქვენი მშობლები და ბებია-ბაბუა დააფინანსებენ

ბოდიში რომ ჯერ კიდევ ვერ შევძელით თქვენი დახსნა”

ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში “გირჩის” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სწავლის დაწყებას;

იტვირთბა....