“ლელოს“ დღეს მძლავრი სტარტი უნდა აეღო, რათა ადამიანებს მათთან მისვლის სურვილი გასჩენოდათ, თუმცა, შეცდომების გამოსწორება შეიძლება, ამისთვის კი აუცილებელია, გაჩნდეს განცდა, რომ აღნიშნული მოძრაობა საზოგადოებასთან ერთად ინება. იმედი მაქვს, ისინი დღევანდელი პრეზენტაციის შეცდომებს გაითვალისწინებენ. ეს იყო 2 კაცის და არა ახალი, მათთვის და საზოგადოებისთვის ღირებული სახეების, დავუშვათ, ანა ნაცვლიშვილისა და კახა კოჟორიძის პრეზენტაცია. რატომ გადაწყვიტეს ასე წამგებიანად პრეზენტირება, ჩემთვის გაუგებარია.“
ხათუნა ლაგაზიძე, ანალიტიკოსი
“ინტერპრესნიუსი”
შეგახსენებთ, რომ “თიბისი ბანკის” დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელო” დააარსა.