გერმანიის მაგალითი ცუდი მაგალითია. არ გამოდგება ეს შედარება. ის სხვა დრო იყო. ცივი ომის პერიოდი იყო. ამასაც რომ თავი დავანებოთ, ისინი იყვნენ ერთი ეთნოსი და კედელი როცა დაინგრა ისინი ერთმანეთს ჩაეხუტნენ. ჩვენთან სხვა სიტუაციაა, თუკი მსგავსი შემთხვევა მოხდება, თუ მანამდე ნამუშევარი არ იქნა ურთიერთობების სფეროში, გერმანიისგან განსხვავებულ შედეგს მივიღებთ”
გიგლა ბარამიძე, “ერთიანი საქართველო”
TV პირველი
შეგახსენებთ, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ რიგით მეხუთე საერთაშორისო კონფერენციაზე, “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერ ირმა ინაშვილსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილ თანაშემწეს, დევიდ კრამერს შორის შელაპარაკება მოხდა.