ახალი ამბები მთავარი სამართალი

პროკურატურა – გამოძიების ეს ეპიზოდი ჩიხში შეიყვანა თავად მამუკა ხაზარაძემ შეიყვანა

“პროკურატურის განმარტებით, ე.წ. „მუქარის წერილზე“ გამოძიება თავად მამუკა ხაზარაძემ შეიყვანა ჩიხში”, – ამის შესახებ ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში, რომელსაც “მეტრონომი” უცვლელად გთავაზობთ:

„მამუკა ხაზარაძის მიერ წარმოდგენილი ე.წ. წერილი დოკუმენტის სახით დაუყოვნებლივ დაერთო მოქმედ სისხლის სამართლის საქმეს, რაც პროცესუალურად ნიშნავს, რომ მასზე გამოძიება დაწყებულია და გრძელდება. გამოძიების ეს ეპიზოდი ჩიხში შეიყვანა თავად მამუკა ხაზარაძემ, რომელმაც არ წარმოადგინა არც „წერილის“ ორიგინალი და სასამართლოში გამოკითხვისას არ დაასახელა შუამავალი. შესაბამისად, როგორც პროკურატურამ უკვე არაერთხელ განმარტა, გამოძიება მოკლებული იყო შესაძლებლობას, მოეხდინა ე.წ. წერილის იდენტიფიცირება. თუ ამ კუთხით იქნება გარკვეული პროგრესი, რაც თავის მხრივ დამოკიდებულია მამუკა ხაზარაძის პოზიციაზე, საქართველოს პროკურატურა დაუყოვნებლივ მოახდენს სამართლებრივ რეაგირებას“, – განაცხადეს პროკურატურაში.

 

 

იტვირთბა....