საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, “რესპუბლიკური პარტიის” ყოფილი წევრი, თინათინ ხიდაშელი სოციალურ ქსელში ეხმიანება “ეკონომიკური პოლიტიკის კვლევების ცენტრის” მკვლევრისა და დიპლომატის, შოთა ღვინერიას განამრტებას, როემელიც ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივნის, ანდრეს ფოგ რასმუსენის განცხადებას ეხება.
ხიდაშელის შეფასებით, თუ არ ხარ საკუთარი ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესების მოწინააღმდეგე, რასმუსენის განცხადებას ისედაც ნათელია.
“თუ არ ხარ ყრუ, მავნებელი და საკუთარი ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესების მოწინააღმდეგე, ყველაფერი ნათელია”. წერს ხიდაშელი და ამ განცხადებას თან ურთავს შოთა ღვინერიას ვრცელ შეფასებას, რომელიც “მეტრონომმაც” შემოგთავაზათ.
როგორც ღვინერია წერს, თუ საქართველო მოისურვებს მიიღოს მექანიზმი, რომლის მიხედვითაც ნატო-ს წესდების მეხუთე მუხლი დაფარავს მხოლოდ იმ ტერიტორიას, რომელიც კონტროლირებადია საქართველოს მთავრობის მიერ, ქვეყანა ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიების უსაფრთხოების გარანტიებს, (გარანტიას რომ ახალ ტერიტორიებს აღარ დავკარგავთ).
ასევე მიიღებს, გრძელვადიან პერსპექტივაში, ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენის ახალი შესაძლებლობების გახსნას (ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის ქმედით მხარდაჭერას ნატოსგან).
The #TbilisiConf is titled ‘now what?’
I suggest to break stalemate around Georgia/NATO membership, GE could discuss joining NATO without article 5 coverage of illegally occupied territories. Would show Russia that creating frozen conflicts can't forever freeze Georgia’s future. pic.twitter.com/WdV0Kj5fOR— AndersFogh Rasmussen (@AndersFoghR) September 10, 2019