ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“რას მივიღებთ რასმუსენის მიერ მხარდაჭერილი სცენარის განხორციელების შემთხვევაში” – შოთა ღვინერია განცხადების დეტალებს განმარტავს

ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივნის, ანდრეს ფოგ რასმუსენის განცხადებას, საქართველოს ნატოში გაწევრიანების შესახებ და ამ განცხადების ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს  “ეკონომიკური პოლიტიკის კვლევების ცენტრის” მკვლევარი და დიპლომატი, შოთა ღვინერია სოციალურ ქსელში ეხმაურება.

როგორც ღვინერია წერს, თუ საქართველო  მოისურვებს მიიღოს მექანიზმი, რომლის მიხედვითაც ნატო-ს წესდების მეხუთე მუხლი დაფარავს მხოლოდ იმ ტერიტორიას, რომელიც კონტროლირებადია საქართველოს მთავრობის მიერ, ქვეყანა ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიების უსაფრთხოების გარანტიებს, (გარანტიას რომ ახალ ტერიტორიებს აღარ დავკარგავთ).

“ვინც ვერ გაიგო ეს რას ნიშნავს:

1. საქართველო ნატოში გაწევრინდება მხოლოდ მისი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრებით. იმ საზღვრებით რომლებითაც ვართ გაწევრიანებული გაეროში და რომელთა ფარგლებშიც ნატო აღიარებს საქართველოს ტეროტორიულ მთლიანობას. არასდროს არ განხილულა და არც მომავალში განიხილება საქართველოს ტერიტორიული პრინციპის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება ნატოში გაწევრიანების სანაცვლოდ. ეს არ შედის არც ნატოს და არც საქართველოს ინტერესებში.

2. ნატოს მეხუთე მუხლი არის უსაფრთხოების გარანტიების პრაქტიკულად განხორციელების მექანიზმი. უსაფრთხოების გარანტიის გაცემა შეუძლებელია იმ ტერიტორიებზე სადაც ვერ ხერხდება ხელისუფლების იურისდიქციის გავრცელება. უსაფრთხოების გარანტიების გავრცელება და ტერიტორიული მთლიანობა სხვადასხვა საკითხებია.

3. რას მივიღებთ ლუკ კოფის მიერ 2018 წელს გაჟღერებული (https://youtu.be/irVIKDOfcQ8) და გუშინ რასმუსენის მიერ მხარდაჭერილი სცენარის განხორციელების შემთხვევაში:

(ა) ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიების უსაფრთხოების გარანტიებს (გარანტიას რომ ახალ რერიტორიებს აღარ დავკარგავთ);

(ბ) გრძელვადიან პერსპექტივაში, ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი (!!!) გზით აღდგენის ახალი შესაძლებლობების გახსნას (ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის ქმედით მხარდაჭერას ნატოსგან).

4. არავინ დაგვახევს კალთებს და თუ საქართველო გადაწყვეტს ამ გზით წასვლას ბევრი მუშოაბა და ბრძოლა მოგვიწევს სკეპტიკურად განწყობილი ქვეყნების დედაქალაქებთან”. – წერს Facebook-ზე შოთა ღვნიერია. 

შეგახსნებეთ, ნატო-ს ყოფილმა გენერალურმა, მდივანმა ანდრეს ფოგ რასმუსენმა აღნიშნული განცხადება ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ, რიგით მეხუთე საერთაშორისო კონფერენციაზე გააკეთა.

მისი თქმით, ქვეყნის შიგნით უნდა დაიწყოს მსჯელობა მოისურვებს თუ არა საქართველო ისეთი მექანიზმის მიღებას, რომლის მიხედვითაც ნატო-ს წესდების მეხუთე მუხლი დაფარავს მხოლოდ იმ ტერიტორიას, რომელიც კონტროლირებადია საქართველოს მთავრობის მიერ. მან, ასევე აღნიშნა, რომ ნატო-მაც უნდა უპასუხოს იგივე კითხვას.

https://www.facebook.com/photo.php?fbid=10156349650271646&set=a.10150223644646646&type=3&theater

 

იტვირთბა....