მთავარი ციტატა

“ინაშვილი რომ დაკვეთით მოქმედებს, ეს ცხადია”…

“ინაშვილი რომ დაკვეთით მოქმედებს, ეს ცხადია, მაგრამ მთავარია ოცნების დეპუტატების რეაქცია მის საქციელზე, არბილებენ, ხსნიან, ალამაზებენ. ესაა მთავარი ლუსტრაცია.საერთოდ, რომ შევხედოთ,დისტანციურად ,რას ამსგავსებენ ქვეყანას:
ჩამოდის “მართლმადიდებელი კომუნისტი”, პატივით შედის ჯერ ქვეყანაში, მერე პარლამენტში. მის წინააღმდეგ მიტინგს სასტიკად არბევენ. დამრბევს აწინაურებენ. ყველაზე მნიშვნელოვან საერთასორისო კონფერენციაზე დებოშს აწყობენ, მერე ამართლებენ.ეს სულ პატარა ამონარიდი ჩვენი რამდენიმე თვის ისტორიიდან. ხოდა დასკვნა, ყველა ადამიანი, ვისთვისაც ამ ქვეყნის თავისუფლება და ამ იდეასთან პირდაპირ დაკავშირებული პროდასავლური კურსი მნიშვნელოვანია უნდა მოვიდეს მოქმედებაში და არ დაუთმოს ქვეყანა ამ უიდეო, ფულზე გაყიდულ ან რუსეთის მორჩილებაში რომ მიგვექანებიან ამ პატარა დაჯგუფებას”.

ელენე ხოშტარია, ევროპული საქართველოს წევრი

შეგახსენებთ, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ რიგით მეხუთე საერთაშორისო კონფერენციაზე, “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერ ირმა ინაშვილსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილ თანაშემწეს, დევიდ კრამერს შორის შელაპარაკება მოხდა. 

 

იტვირთბა....