aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

წმინდა ბარბარეს უბანში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს

aviabiletebi
ავიაბილეთები

სამგორის რაიონის გამგეობა ქვემო სამგორში, წმინდა ბარბარეს უბანში ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებს.

ნაკადულის ქუჩის მე-4 გასასვლელში, 3 000 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი იგება. პროექტის ფარგლებში, ეწყობა ბორდიური და ტროტუარი.

მიმდინარე სამუშაოები სამგორის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა, სოსო ბურდულაძემ დაათვალიერა.

სამუშაოებს სამგორის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია „არსაკიძე 2000“ ახორციელებს. პროექტის ღირებულება 120 ათასი ლარია.

წმინდა ბარბარეს უბანში წესრიგდება მიწისქვეშა კომუნიკაციებიც. ნაკადულის ქუჩის მეორე გასასვლელში 170 გრძივ მეტრზე სანიაღვრე ქსელი მოეწყობა. სამუშაოები N210, 211, 213, 214ა კორპუსების მიმდებარედ განხორციელდება.

აღნიშნული პროექტით წმინდა ბარბარეს უბანში სანიაღვრე ქსელის მოწყობა დასრულდება, რის შემდეგაც ასფალტის საფარი დარჩენილ ქუჩებზე დაიგება.

იტვირთბა....