ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ეს არის ძალოვნების გაძლიერება, მომავალი არჩევნებისთვის, რათა შეინარჩუნონ ხელისუფლება” – ხაზარაძე მთავრობის განახლებულ შემადგენლობაზე

“თიბის ბანკის” დამფუძნებელი, მამუკა ხაზარაძე ს მთავრობის განახლებული შემადგენლობას აფასებს.

მისი თქმით, ეს არის ძალოვნების გაძლიერება მომავალი არჩევნებისთვის, რათა შეინარჩუნონ ხელისუფლება.

“კითხვა მინდა დაგისვათ: რამე შეიცვალა 1 წლის განმავლობაში? ჩვენ ასევე ვუყურეთ წინა პრემიერ -მინისტრს ზარ-ზეიმით რომ დაინიშნა. რამე შეიცვალა? რამე კონცეპტუალურად ახალი შემოგვთავაზეს? ეს უბრალოდ არის ძალოვნების გაძლიერება მომავალი არჩევნებისთვის იმისათვის, რომ შეინარჩუნონ ხელისუფლება, მაგრამ ასე არ გამოვა. საქართველოში შეიძლება ყველაფერი შეინარჩუნო, მაგრამ ეს ვერ მოხდება ვიღაცების თავისუფლების შეზღუდვის ხარჯზე,”- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

იტვირთბა....