თბილისში, თარხნიშვილის ქუჩაზე მამაკაცი დაჭრეს. ექიმების ინფორმაციით, მის სიცოცხლეს ამ დროისთვის საფრთხე არ ემუქრება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.