„ადამიანებს, რომლებსაც აქვთ პრეტენზია, რომ მართონ ქვეყანა, იმის უნარიც უნდა ჰქონდეთ, რომ რამდენიმე აქტივისტის, თუნდაც არასასიამოვნო პროტესტი მოისმინონ. ამისდა მიუხედავად, 2 დღის განმავლობაში აკრძალული მქონდა საშვი გამომეწერა ადამიანებისთვის და აქ შემოსულიყვნენ. ამას ჰქვია პოლიციური რეჟიმი და არ არის დემოკრატია. არც საპარლამენტო ცხოვრებას უხდება და არც არაფერს უხდება და მითუმეტეს მთავრობის დამტკიცებას შეიარაღებული ხალხის გარემოცვით”.
ლევან გოგიჩაიშვილი, დამოუკიდებელი დეპუტატი