“მთელი ხელისუფლების ვერტიკალი უნდა იყოს ისე მოწყობილი, რათა ადამიანებს გაუჩნდეთ შეგრძნება, რომ საჯარო მოხელეები მათ ემსახურებიან და არა პირიქით. მთავრობის მთავარი ამოცანა დღეს არის იმ ადამიანების შემოტრიალება, რომელთაც სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამო, გარკვეულწილად, იმედი გაუცრუვდათ და თვლიან, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. ერთი წლის თავზე, რაც უნდა შევძლოთ ყველამ ერთად, ეს არის სწორედ ამ რწმენის დაბრუნება, რომ ქვეყანა სწორი გზით მიდის, რომ რაც კეთდება, კეთდება იმისთვის, რომ კეთილდღეობა იქნას მიღწეული, რომ მთავრობა ემსახურება ხალხს და არა პირიქით”.
აკაკი ზოიძე, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე