საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილი ინიციატივით გამოდის, დააჩქარონ შეწყალების გამოყენების უფლების დახვეწა.
მისი განმარტებით, აღნიშნული მექანიზმის უნდა შენარჩუნდეს, როგორც ჰუმანური გამონაკლისი.
“გამოვდივარ პრინციპული ინიციატივით, რათა დავაჩქაროთ ჩემს ადმინისტრაციაში დაწყებული პროცესი და საკანონმდებლო ორგანოსთან და შესაბამის უწყებებთან ერთად დავხვეწოთ შეწყალების გამოყენების უფლება, რათა იგი შენარჩუნდეს როგორც ჰუმანური გამონაკლისი და შემცირდეს ის რისკები, რომლებიც ამ პროცესს ყოველთვის თან ახლდა. მე მინდა კიდევ ერთხელ მკაფიოდ დავუდასტურო ჩემი პატივისცემა პოლიციელებს და დავპირდე მათ, რომ არ დავუშვებ, კითხვის ქვეშ დადგეს სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი საყრდენის, პოლიციის ინსტიტუტის მიმართ სახელმწიფოს მეთაურის დამოკიდებულება”. – ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.
სალომე ზურაბიშვილმა, მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, 34 მსჯავრდებული შეიწყალა, საიდანაც 1 არასრულწლოვანია და 8 ქალი.
შეწყალებულთა შორისაა პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებული რამაზ დევაძე.
ის ბათუმელი პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს. მას 12 წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.