პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრობისა და მინისტრობის კანდიდატების მოსმენა „ევროპული საქართველოს“ ფრაქციის ფორმატში დასრულდა განაცხადა, რომ როგორმე მაკო გომურს თავად გასცემს პასუხს.
კითხვაზე, რატომ არ უპასუხა მაკო გომურის კითხვას, რომელიც სხდომაზე ელენე ხოშტარიამ წაიკითხა და რატომ უწოდა მას შეფასება, გახარიამ განაცხადა, რომ მაკო გომურს შეკითხვებზე პირადად გასცემს პასუხს.
“არ მოგვეცა საშუალება. ეს იყო ზუსტად დაფიქსირებული, როგორც შეფასება, და მე როგორმე მაკო გომურს პირადად გავცემ ყველა შეკითხვაზე პასუხს, ესეც ჩემი პოზიციაა”, – განაცხადა გახარიამ.
შეგახსენებთ, რომ დღეს “ევროპული საქართველოს” წევრმა ელენე ხოშტარიამ, პარლამნტში მიმდინარე სხდომაზე, სადაც პრემიერ მინისტრობოს კანდოდატს უსმენენ, გიორგი გახარიას 20 ივნისი ღამეს დაშავებული მაკო გომურის კითხვა წაუკითხა. გახარიამ გომური კითხვას პასუხი არ გასცა.