“ევროპული საქართველოს” წევრმა ელენე ხოშტარიამ, პარლამნტში მიმდინარე სხდომაზე, სადაც პრემიერ მინისტრობოს კანდოდატს უსმენენ, გიორგი გახარიას 20 ივნისი ღამეს დაშავებული მაკო გომურის კითხვა წაუკითხა.
“რატომ არიან აქციის მონაწილეები ამ დრომდე ციხეში და ადამიანმა რომელმაც თვალი გამომთხარა და ზაფხული ჯოჯხეთად მიქცია რატომაა თავისუფალი? თუ უდანაშაულო ხალხის უსაფრთხოებაზე არ ზრუნავს რანაირად შეძლებს ქვეყნის მართვას, როცა მას პრეზიდენტზე მეტი უფლება აქვს? და თუ ამბობს რომ ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება გაცემული იყო და არ დაემორჩილა ჯარი, რანაირად შეძლებს მართოს მთელი სისტემა? და კიდევ გადაეცით, რომ ისეთ სამართლიან მომავალს ვუსურვებ როგორიც თვითონაა” – ესაა კითხვა რომელიც ეკუთვნის მაკო გომურს და პარლამენტის სხდომაზე ელენე ხოშტარიამ გააჟღერა.
კითხვაზე პასუხი გასცა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ.
“არა რგორ ეს კითხვა არ ყოფილა, ეს შეფასება იყო, მადლობა შეფასებისთვის” – უპასუხა გახარიამ.
შეგახსენებთ, რომ 20 ივნისის ღამეს მაკო გომურმა თვალი დაკარგა.