4 სექტემბერს ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე მშენებლობიდან ორი მუშა გადმოვარდა – ერთერთი მათგანი ადგილზე გარდაიცვალა.
როგორც “მეტრონომს” შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
HRW – “არცერთი წელი სიკვდილის გარეშე” – საქართველოში მშრომელთა უფლებები და უსაფრთხოება რისკის ქვეშაა