ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გლდანის რაიონში, გარაყანიძის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

გლდანის რაიონში, გარაყანიძის ქუჩისა და მიმდებარე ჩიხების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

სამუშაოების ფარგლებში, დაზიანებული საფარის დემონტაჟი განხორციელდა, მომზადდა გზის საფუძველი, მოეწყო ბორდიური, რის შემდეგაც, დაახლოებით, 2 570 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი იგება.

ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობას, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული შპს „L & L“ ასრულებს, გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ შალვა ოგბაიძესთან ერთად გაეცნო.

„გლდანის რაიონში, გარაყანიძის ქუჩისა და მიმდებარე ჩიხების მოწესრიგებას ვახორციელებთ. ამ დასახლებაში გზის საფარი დაზიანებული იყო, რის გამოც, მოსახლეობას გადაადგილება უჭირდა. სამუშაოების შედეგად, ასფალტის ახალი საფარი დაიგება და წლების განმავლობაში არსებული პრობლემაც მოგვარდება“, – განაცხადა ბექა მიქაუტაძემ.

აღნიშნული სამუშაოებისთვის გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 126 000 ლარია გათვალისწინებული.

იტვირთბა....