კახა კალაძე მთავრობის სხდომაზე საპატიო თბილისელის წოდების მინიჭების თემასაც შეეხო და კიდევ ერთხელ შეახსენა საზოგადოებას, რომ განაცხადების მიღების ვადა 14 სექტემბრამდეა.
„ძალიან მალე თბილისობა იქნება. თბილისობის დღესასწაული, ტრადიციულად, 7 ოქტომბერს გაიმართება. თქვენ იცით, რომ ყოველ თბილისობას თბილისი მერია წარადგენს საპატიო თბილისელებს. წლევანდელი წელიც არ არის გამონაკლისი.
მინდა შევახსენო საზოგადოებას, რომ საპატიო თბილისელის წოდების მინიჭებაზე განაცხადები 14 სექტემბრამდე წარმოადგინონ. იქამდე თქვენ შეგიძლიათ, წარმოადგინოთ ესა თუ ის დამსახურებული ადამიანი იმისთვის, რომ შემდეგ ჩვენ კიდევ ერთხელ, ტრადიციულად დავასახელოთ ის რჩეული ადამიანები, რომლებმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს თბილისის განვითარებაში. ჩვენ მზად ვართ, მივიღოთ თქვენი წინადადებები, შემდეგ კი შესაბამისი კომისია ამ განაცხადებს განიხილავს და მიიღებს გადაწყვეტილებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.