ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

გრიგოლ ვაშაძე – ოპოზიციის მთავარი მიზანია საარჩევნო კამპანიის დაწყება უნდა იყოს – ქუჩიდან ქუჩაზე, სახლიდან სახლამდე

გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, ოპოზიციის მთავარი მიზანი ახლა საარჩევნო კამპანიის დაწყება უნდა იყოს – ქუჩიდან ქუჩაზე, სახლიდან სახლამდე, კარიდან კარამდე უნდა ვიაროთ და მოქალაქეებს გავაგებინოთ, რის გაკეთებას ვაპირებთ ხელისუფლებაში მოსვლისას.

როგორც მან პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ჟურნალისტებს განუცხადა, პარლამენტთან იმდენი ადამიანი გამოვა, რამდენსაც მოუნდება, რომ „ქართულ ოცნებას“ გააგებინოს თავისი აღშფოთება.

„ახლა მთავარია საარჩევნო კამპანიის დაწყება. ქუჩიდან ქუჩაზე, სახლიდან სახლამდე, კარიდან კარამდე უნდა ვიაროთ და ყველას უნდა გავაგებინოთ, რის გაკეთებას ვაპირებთ ხელისუფლებაში მოსვლისას იმიტომ, რომ „ქართული ოცნება“ დამთავრებულია“,-განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

იტვირთბა....