“აშკარაა, რომ პროექტის დაფინანსებასთან დაკავშირებით პრობლემები არსებობს – ამბობენ, რომ კონსორციუმმა ვერ შეძლო საკმარისი დაფინანსების უზრუნველყოფა და ისინი მთავრობას ძალიან ბევრს ითხოვენ კერძო პროექტისთვის – არსებობს წინააღმდეგობრივი ნარატივები. მე მქონდა სხვადასხვა შეხვედრა საქართველოში, რათა უფრო მეტი ინფორმაცია მიმეღო ამის შესახებ და მე ვთქვი, რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, რომ პროექტი წინ წავიდეს. დამნაშავის ძიების და ამაზე კამათის ნაცვლად, ყველა ქართველის საერთო ინტერესი უნდა იყოს რომ ეს პროექტი წინ წავიდეს”.
კურტ ვოლკერი, მაკკეინის საერთაშორისო ლიდერობის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი
“ჯორჯია თუდეი”