„ქართული ოცნების“ დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს დაუდასტურა სამთავრობო ცვლილებები და განაცხადა, რომ შედგა საკმაოდ საინტერესო დისკუსია და კონსულტაციები კიდევ გრძელდება.
ამასთან, ოხანაშვილის თქმით, მედია უფრო მეტ ინფორმაციას ეტაპობრივად გაიგებს.
„ხვალ გეცოდინებათ უფრო მეტი, ზეგ უფრო მეტი და ასე შემდეგ. კონსულტაციები გრძელდება. დამატებით ინფორმაციას ვერ მოგაწვდით, რადგან ასეთია შეთანხმება“, – განუცხადა ჟურნალისტებს ანრი ოხანაშვილმა პარტიის ოფისში გამართული უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ