ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სოფელ თელეთში ავარიის დროს დაშავებულ სომხეთის 4 მოქალაქეს ერევანში გადაიყვანენ

სოფელ თელეთში ავარიის დროს დაშავებულ სომხეთის 4 მოქალაქეს ერევანში გადაიყვანენ. აღნიშნულ ინფორმაციას სომხეთის საელჩო „ფეიბუქის“ საკუთარ გვერდზე აქვეყნებს.

„სომხეთისა და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროების წარმომადგენელთა შორის მოლაპარაკებების შედეგად მიღებულია გადაწყვეტილება თბილისთან ახლოს მომხდარ ავარიაში დაშავებული სომხეთის 4 მოქალაქის ერევანში გადაყვანის შესახებ.

დღეს სომხეთიდან ჩამოსული 4 რეანიმობილი სომხეთის მოქალაქეებს სომხეთში გადაიყვანს.

აღვნიშნავთ, რომ ამ 4 ადამიანის გარდა საავადმყოფოებში ავარიის შედეგად დაშავებული სომხეთის რესპუბლიკის სხვა მოქალაქეები არ არიან” – ნათქვამია სომხეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ სოფელ თელეთში ავარიისას დაშავებული 20 ადამიანიდან 17 სომხეთის, ორი – საქართველოს და ერთი – აზერბაიჯანის მოქალაქეა. ავარია გამთენიისას მოხდა, რასაც 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ერთმანეთს სამი მიკროავტობუსი და ერთი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.

იტვირთბა....