გუშინ გვიან ღამით, ბათუმში ქმარმა ცოლი დაჭრა. დაჭრილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, საავადმყოფოში გადაიყვანა. როგორც ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში განაცხადეს, 30 წლამდე ქალს ცივი იარაღით ჭრილობა კისრის არეში აქვს მიყენებული.
შსს-განცხადებით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 117 მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. უწყების თქმით ბათუმში ცოლის დაჭრის ფაქტზე მამაკაცი დაკავებულია.