ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

სენატორების წერილი ტრამპს, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციასა და რუსეთის “დიდ რვიანში” შესვლაზე

“დიდ შვიდიანში“ რუსეთის შესაძლო დაბრუნებაზე და ორგანიზაციის დიდ რვიანად გადაქცევაზე ამერიკელი სენატორები აშშ-ის პრეზიდენტს წერილით მიმართავენ.

სენატორები ტრამპს ახსენებენ რატომ გარიცხეს რუსეთი „დიდი რვიანიდან“ და რატომ არ უნდა დაბრუნდეს ის იქ. დასახელებულ მიზეზებს შორისაა, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია.

„პრეზიდენტი პუტინი არანაირ გარემოებებში არ შეიძლება დავუშვათ „დიდ შვიდეულში“, ვიდრე რუსეთის მთავრობა არ გადადგამს ცალსახა ნაბიჯებს, რომელიც დაადასტურებს მის მზადყოფნას საერთაშორისო არენაზე პასუხისმგებლობის მქონე მოთამაშე იყოს. უფრო მეტიც, „დიდი რვიანიდან“ გარიცხვის შემდეგ რუსეთის მთავრობა თანმიმდევრულად გვაჩვენებს, რომ მუდმივად არღვევს საერთაშორისო ნორმებს და კანონის უზენაესობას, მათ შორის: მავნებლური ზეგავლენა მოახდინა აშშ-ის არჩევნებზე 2016 და 2018 წლებში, აქვს მრავალრიცხოვანი და სისტემატიური მცდელობები ჩაერიოს ჩვენს არჩევნებში; ბოროტად ერევა ევროპაში, ჩვენი უახლოესი მოკავშირეების დემოკრატიულ პროცესებში; ბრიტანეთში 2018 წელს განახორციელა თავდასხმა ქიმიური იარაღის გამოყენებით; აგრძელებს საქართველოს ტერიტორიის უკანონო ოკუპაციას; მუდმივად უწევს სამხედრო და სხვა მხარდაჭერას ავტორიტარულ მთავრობებს მთელ მსოფლიოში, ისეთებს როგორებიც არიან ასადის და მადუროს რეჟიმები; ასევე ახორციელებს რუსეთში უმცირესობების ჯგუფებისა და პოლიტიკურ მოწინაღმდეგეების ფართო დევნას” –  ნათქვამია სენატორების წერილში.

შეგახსენებთ,  რომ აშშ-ს პრეზიდენტი მხარს უჭერს “დიდ შვიდეულში” რუსეთის კვლავ გაწევრიანებას და ორგანიზაციის ისევ „დიდ რვიანად“ გადაქცევას.

იტვირთბა....