სავსებით სწორი იქნებოდა რუსეთის დაბრუნება „დიდ შვიდეულში“, რომელშიც შედიან აშშ, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, იტალია, იაპონია და კანადა – ამის შესახებ განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გააკეთა.
როგორც CNN-ი იტყობინება აშშ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენელზე დაყრდნობით, ტრამპმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა სატელეფონო საუბარში მხარი დაუჭირეს რუსეთის მიწვევას „დიდი შვიდეულის“ სამიტზე 2020 წელს. მანამდე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრაზე მაკრონმა თქვა, რომ რუსეთს დაელოდებიან მოლაპარაკებების მაგიდასთან, თუკი ის გადადგამს უკრაინის კრიზისის მოგვარებისთვის აუცილებელ ნაბიჯებს.
ამ დღეებში საფრანგეთში გაიმართება „დიდი შვიდეულის“ მორიგი სამიტი, რომელზეც რუსეთი არ არის მიწვეული. რუსეთს ამ ჯგუფის წევრობა (მაშინ მას „დიდი რვიანი“ ეწოდებოდა) 2014 წელს შეუწყდა ყირიმის ანექსიის გამო.