მთავარი ციტატა

“22 წლის პოლიციელის დედას შვილი მეორედ მოუკლა სალომე ზურაბიშვილმა”

“წარმოიდგინეთ ხართ ღამის კლუბში, მთვრალი მამაკაცები უხამსი სიტყვებით მოგმართვენ. მოდის პოლიციელი თქვენს დასაცავად, რომელსაც ნასვამი მამაკაცებიდან ერთ-ერთი იარაღს ართმევს და თავში გასროლით კლავს, მხოლოდ იმიტომ რომ თქვენს დაცვას ცდილობდა.

მკვლელს აკავებენ. უსჯიან 11 წელს და 4 წელიწადში პრეზიდენტი იწყალებს.

უსამართლობის განცდას რომ თავი დავანებოთ. იმასაც, რომ 22 წლის პოლიციელი დედას სახლში მიუსვენეს, რა მესიჯია? რას ეუბნება კრიმინალებს სალომე ზურაბიშვილი პოლიციელის მკვლელის შეწყალებით?

არაფერია უსამართლობის განცდაზე სასტიკი. 22 წლის პოლიციელის დედას შვილი მეორედ მოუკლა სალომე ზურაბიშვილმა! კრიმინალების პრეზიდენტმა”.

ნანუკა ჟორჟოლიანი, ჟურნალისტი

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილმა, მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, 34 მსჯავრდებული შეიწყალა, საიდანაც 1 არასრულწლოვანია და 8 ქალი.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ შეწყალებულთა შორისაა პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებული რამაზ დევაძე.
ის ბათუმელი პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს. მას 12 წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.

იტვირთბა....