“გვჯერა, რომ ჩვენს პარტნიორებთან ერთად მომენტს ვქმნით, როცა მომავალში საქართველოს ტერიტორიების აღდგენა იქნება შესაძლებელი. საქართველოს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა არის ის, რომ ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტი არის ოკუპირებული და რუსეთის ფედერაციის სამხედროები უკანონოდ დგანან ჩვენს ტერიტორიებზე. ოკუპირებულ რეგიონებში არის შემაშფოთებელი ვითარება ადამიანის უფლებების დარღვევების მხრივ, დანაშაულებრივი ფაქტების მხრივ, ადგილი აქვს ჩვენი მოქალაქეების გატაცებას. ბუნებრივია, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სათანადო რეაგირება და ყურადღება იყოს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ამ ვითარებასთან დაკავშირებით”.
არჩილ თალაკვაძე, პარლამენტის თავმჯდომარე