“გვამცნო მოსამართლემ წინასწარ დაწერილი გადაწყვეტილება. ანკი, რა აზრი ჰქონდა ამ სასამართლო პროცესს, ისედაც ვიცოდით, რა გადაწყვეტილებასაც მიიღებდა ქალბატონი სუდია.უბრძანეს და აღასრულა. მოდური გახდა ეს სიტყვები და გავიმეორებ – ჩვენ ნამდვილად მოვიგებთ ამ ომს მშვიდობით, ჩვენი საქმით, პროფესიით, ჩვენი თავისუფალი სიტყვით… ორშაბათიდან ყველა გადაცემა დაუბრუნდება ეთერს და ისევე როგორც აქამდე, გავაგრძელებთ მუშაობას, ტვ ,,პირველი,, გავლენების მიღმა, მოვლენების შუაგულში…”
ინგა გრიგოლია
სოციალური ქსელი
შეგახსენებთ, ტევე პირველის დამფუძნებლის მამას, ავთანდილ წერეთელს მოსამართლემ ნახევარმილიონიანი გირაო შეუფარდა. წერეთელი აცხადებს, რომ ის გირაოს არ გადაიხდის, არ დათმობს ტელეკომპანიას და მზადაა ამის გამო ციხეშიც კი წავიდეს.
გეენერალურმა პროკურატურამ ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე 22 აგვისტოს აღძრა. საგამოძიებო უწყების განმარტებით, საქმე ეხება „თიბისი ბანკის“ ხელმძღვანელების მიერ უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციაში დახმარებას.