სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალმდებელი მხარის მოთხოვნა ბიზნესმენ ავთანდილი წერეთლის მიმართ ნახევარმილიონიანი გირაოს შეფარდებაზე.
განაჩენის წაკითხვის შემდეგ, კომენტარი გააკეთა თავად ავთანდილ წერეთელმა. მისი თქმით, ის არ აპირებს თანხის გადახდას. მისი თქმით, მათი სურვილია ტევე პირველის შენობის ჩადება, მაგრამ ვერ ეღირსებიან.
“როგორც შევარდნაძემ თქვა მივდივარ სახლშიო, ისე ვამბობ მეც, წავალ ციხეში და ტევე პირველის დაუფლებას ვერ შეძლებენ. მოსამართლემ გააკეთა ის, რაც დაავალეს. მოვიდა და წაიკითხა ის რაც დაუწერეს” – განაცხადა წერეთელმა.
შეგახსენებთ, გენერალური პროკურატურა ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით 500 000 ლარის ოდენობის გირაოს შეფარდებას მოითხოვდა.
გეენერალურმა პროკურატურამ ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე 22 აგვისტოს აღძრა. საგამოძიებო უწყების განმარტებით, საქმე ეხება „თიბისი ბანკის“ ხელმძღვანელების მიერ უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციაში დახმარებას.