“ხელისუფლება არასდროს იქცევა ასე დაუფიქრებლად, ასე ბოროტად, ასე მიზანმიმართულად პრესის წინააღმდეგ, ბიზნესის წინააღმდეგ, ახალგაზრდების წინააღმდეგ. ეს ხელისუფლება არ არის – ეს არის ბიძინა ივანიშვილი. როდესაც ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს ბანკს ანადგურებ, ანუ ქვეყანას ანადგურებ – კრახით დაასრულებს. „თიბისის“ წინააღმდეგ წასვლა ბრძოლაა ქართველი ხალხისა და საქართველოს ეკონომიკის წინააღმდეგ ბრძოლაა. თუ ის დაინგრევა მაშინ ივანიშვილი ჩაუშესკუს გზას დაადგება. ახლა ივანიშვილი ბოლო გზაზეა შემდგარი და ვერავინ აჩერებს. გვერდით რომ ვოლსკი და რამიშვილი გეყოლებიან, ვინ შეგაჩერებს?“
ლევან ბერძენიშვილი