გენერალური პროკურატურა ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით 500 000 ლარის ოდენობის გირაოს შეფარდებას მოითხოვს.
გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლოს სხდომა, სადაც აღკვეთის ღონისძიების შეფარდება უნდა მოხდეს, 15:00 საათზეა ჩანიშნული.
რაც შეეხება დაცვის მხარეს, ბიზნესმენის ადვოკატი მოითხოვს, სასამართლომ წერეთლის მიმართ, აღკვეთის ღონისძიების არც ერთი სახე არ გამოიყენოს.
ავთანდილ წერეთელი საქართველოში გუშინ დაბრუნდა, მად ბრალი 22 აგვისტოს, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმის ფარგლებში, მათთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებისთვის წარედგინა.
ამავე საქმეზე, 8 აგვისტოს, მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით, ავთო წერეთლის შვილი, „ტვ პირველის“ დამფუძნებელი, ვატო წერეთელიც დაიკითხა.