ახალი ამბები მთავარი სამართალი

ავთანდილ წერეთელი: “180 ლარი პენსია – დღეს ეს არის ჩემი შემოსავალი”

ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელს, სასამართლო პროცესზე მოსამართლემ ჰკითხა, რამდენს წარმოადგენს დღეს მისი შემოსავალი.

რაზეც წერეთელმა უპასუხა, რომ ის შემოსავალს მხოლოდ პენსიიდან იღებს.

“180 ლარი პენსია, დღეს ეს არის ჩემი შემოსავალი. ბიზნესები ჩემ შვილზეა და ასე ვცხოვრობთ, ერთი ოჯახი ვართ. თუ გინდათ, სიმართლე გითხრათ, პენსიაც არ მაქვს გაფორმებული. ამათმა იციან, რომ ბოლო 2 წელიწადნახევარია, შემოსავალი არ მაქვს და უნდათ ჩემ შვილზე ზეწოლა მოახდინონ. ტელევიზია უნდათ და ვერ მიიღებენ”, – უპასუხა მოსამართლეს წერეთელმა.

როგორც მოსამართლემ აღნიშნა, შემოსავლით იმიტომ დაინტერესდა, რომ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს ოდენობა უნდა განსაზღვროს.

თავდაპირველად წერეთელმა არ დაასახელა ოჯახის შემოსავალი და თქვა, რომ სურვილის შემთხვევაში შეუძლიათ, გამოიძიონ.

მას შემდეგ რაც მოსამართლე ჩაეკითხა, მან უპასუხა:

“ჩვენ ოჯახს აქვს ბიზნესი, რომელსაც “ტვ პირველი“ ჰქვია” საიდანაც შემოსავალი 10 000 ლარი არ იქნება“, – განაცხადა წერეთელმა.

შეგახსენებთ, გენერალური პროკურატურა ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის მიმართაღკვეთის ღონისძიების სახით 500 000 ლარის ოდენობის გირაოს შეფარდებას მოითხოვს.

გეენერალურმა პროკურატურამ ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე 22 აგვისტოს აღძრა. საგამოძიებო უწყების განმარტებით, საქმე ეხება „თიბისი ბანკის“ ხელმძღვანელების მიერ უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციაში დახმარებას.

ავთანდილ წერეთელი – “იმ მთავრობამ წამართვა ქონება, ამ მთავრობამ – ფული. TV პირველს ვერავინ წამართმევს” – ავთო წერეთელი

იტვირთბა....