ახალი ამბები მთავარი სამართალი

ავთანდილ წერეთელი: “12 წელიო და ვიფიქრე მკვლელობას მედავებიან”

ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში, ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

“ვერ გავიგე მკვლელობას მედავებიან თუ ფულის მითვისებას, – მიმართა ბიზნესმენმა მოსამარტლეს.

რაზეც მოსამართლემ უპასუხა, რომ თუ სურდა თავიდან წაუკითხავდა ბრალდებას.

“12 წელიო და ვიფიქრე მკვლელობას მედავებიან”, – განაცხადა წერეთელმა.

შეგახსენებთ, გენერალური პროკურატურა ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის მიმართაღკვეთის ღონისძიების სახით 500 000 ლარის ოდენობის გირაოს შეფარდებას მოითხოვს.

ავთანდილ წერეთელი – “იმ მთავრობამ წამართვა ქონება, ამ მთავრობამ – ფული. TV პირველს ვერავინ წამართმევს” – ავთო წერეთელი

გენერალურმა პროკურატურამ ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე 22 აგვისტოს აღძრა. საგამოძიებო უწყების განმარტებით, საქმე ეხება „თიბისი ბანკის“ ხელმძღვანელების მიერ უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციაში დახმარებას.

ფოტო – “იმედინიუსი”

 

იტვირთბა....