საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული გუნდი ქუთაისის “ტორპედო” მძიმე ვითარებაშია – იმერული კლუბი შესაძლოა უახლოესი 2 კვირის განმავლობაში ეროვნული ლიგიდან მოხსნან.
ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება და წერენ, რომ თუ “ტორპედოში” არსებული ფინანსური მდგომარეობა 31 აგვისტოს ჩათვლით არ გამოსწორდება, ჩემპიონატში 6 ქულა ჩამოეჭრება, ხოლო 2 კვირის პერიოდში სიტუაციის არგამოსწორების შემთხვევაში რიონისპირელები ჩემპიონატიდან ავტომატურად გავარდებიან.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ “ტორპედოდან” ფინანსური პრობლემების გამო 13 მოთამაშე წავიდა.
ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში ქუთაისის “ტორპედოს” 24 მატჩში 35 ქულა აქვს და მე-5 პოზიციაზე იმყოფება.
sport adjara