მთავარი ციტატა

“აფხაზეთის ე.წ. არჩევნებს არანაირი სამართლებრივი და პოლიტიკური შედეგი არ ექნება”

„ე.წ. არჩევნებს არანაირი სამართლებრივი ძალა არ აქვს, რადგან ეს ტერიტორიები მსოფლიოს მიერ არ არის აღქმული და ცნობილი როგორც დამოუკიდებელი. შესაბამისად, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვერანაირი არჩევნები ვერ ჩატარდება. მიმდინარე პროცესები არალეგიტიმურია და სამართლებრივი თვალსაზრისით არანაირ შედეგს არ წარმოშობს. ეს არის ფარსი, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას განცდას უჩენს, რომ გარკვეულ პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობს. ამ არჩევნებს არანაირი სამართლებრივი და პოლიტიკური შედეგი არ ექნება, ვიდრე ეს ტერიტორიები მიჩნეულია საქართველოს სუვერენულ და განუყოფელ ნაწილად, რომელიც ჩრდილოელი, მტრულად განწყობილი მეზობლის გამო არ არის ჩვენს მიერ კონტროლირებადი და ვერ ხვდება საქართველოს ხელისუფლების სრული კონტროლის ზონაში“.

თამარ ჩუგოშვილი, პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი

იტვირთბა....