aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

პირი, რომელიც ბრალდებულია ძაღლის დაჭრასა და მისი დახრჩობის მცდელობაში, დააკავეს (ვიდეო)

aviabiletebi
ავიაბილეთები

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის ფაქტზე 1982 წელს დაბადებული მ. ბ. დააკავა.

გამოძიების ინფორმაციით, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა მ.ბ.-მ, თბილისში, დანით დაჭრა საკუთარი ძაღლი და რამდენჯერმე მისი დახრჩობა სცადა.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის ფაქტზე წარსულში ნასამართლევი, 1982 წელს დაბადებული მ. ბ. დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა მ.ბ.-მ, თბილისში, დანით დაჭრა საკუთარი ძაღლი და რამდენჯერმე მისი დახრჩობა სცადა.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. ამ დროისთვის, ცხოველი თავშესაფარშია გადაყვანილი და უტარდება შესაბამისი მკურნალობა.

გამოძიება ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის ფაქტზე მიმდინარეობს, სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით”.- ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის ფაქტზე 1 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის ფაქტზე 1 პირი დააკავა

Gepostet von საქართველოს საპატრულო პოლიცია / Patrol Police of Georgia am Montag, 26. August 2019

იტვირთბა....