მთავარი ციტატა

“არ მიხარია რუსთავის 2-ის ამ ფორმით დასრულება” – მამა პეტრე კოლხი

“მე არ მიხარია „რუსთავის 2“-ის, პრაქტიკულად, იმ ფორმით დასრულება, როგორც მოხდა. არ მესმის იმ ადამიანების, ვინც ტაშს უკრავს ზოგადად რომელიმე მხარის მარცხს. ზუსტად ისე არ მესმის, როგორც ის არ მესმოდა, როცა მეორე მხარე ამტკიცებდა, რომ ეს ტელევიზია მიუკერძოებელია…
ხარვეზები, მეტიც, შეცდომებიც ბევრი იყო, მაგრამ კეთილი ნების არსებობის შემთხვევაში, ყველაფერი გამოსწორებადია… მწვავედაც გამიკრიტიკებია გადაჭარბებული გადაცემები, მაგრამ მაინც ვთვლი, რომ ამ გუნდს უნდა ეარსება…
ისე, გზა მერე გამოჩნდება, როცა ურემი გადაბრუნდება… იქ, სადაც რაღაც მთავრდება, უფრო საინტერესო იწყება…
უამრავი მეგობარი მყავს „რუსთავი 2“-ში… ყველა მათგანი ძალიან მიყვარს და ვაფასებ… მეგობრების შეცდომებს არ ვითვლი…
სადაც არ უნდა წავიდნენ, წარმატება და მეტი ობიექტურობა… იმ შენობასაც იგივეს ვუსურვებ, რომელიც დღემდე მხოლოდ თურქული სერიალების ამარად დარჩა”

მამა პეტრე კოლხი

სოციალური ქსელი

შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც  “რუსთავი 2”-ის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამარხის წამყვანი ჟურნალისტები (ნოდარ მელაძე, ნანუკა ჟორჟოლიანიგიორგი გაბუნიაეკა კვესიტაძე, გიორგი ლაფერაშვილი) სამსახურიდან გაათავისუფლა, “კურიერის” წამყვანებმაც დიანა ჯოჯუამ და მიშა სესიაშვილმა სამუშაო ადგილები დატოვეს.

ასევე ახალი ამბები არ ქვეყნდება “რუსთავი 2-ის” ვებსაიტზეც.

იტვირთბა....