რუსთვი 2-დან გათავისუფლებული ჟურნალისტი ეკა კვესიტაძე სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას მიმართავს. ამის შესახებ ინფორმაციას ხალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს, რომელიც კვესიტაძის ინტერესებს იცავს.
კვესიტაძემ საჩივარი ანტიდისკრიმინაციულ მექანიზმში წარადგინა, რომლითაც ტელეკომპანიიდან მისი საქმის შესწავლასა და დისკრიმინაციის ფაქტის დადგენას ითხოვს.
არასამთავრობო ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ში განხორციელებული და დაანონსებული საკადრო პოლიტიკა დისკრიმინაციულ ხასიათს ატარებს.
“მიუხედავად იმისა, რომ ეკა კვესიტაძესთან ამ დრომდე რუსთავი 2-ს შრომითი ხელშეკრულება არ შეუწყვეტია, მას დაუსაბუთებლად ეზღუდება კუთვნილი ხელფასის მიღება. წარდგენილი საჩივრით ეკა კვესიტაძე ითხოვს მის მიმართ განსხვავებული მოსაზრებების გამო დისკრიმინაციული მოპყრობის დადგენას, რაც ამ ეტაპზე მისთვის კუთვნილი ხელფასის გაუცემლობაში ვლინდება. შესაბამისად, ეკა კვესიტაძე წარდგენილ საჩვარში სახალხო დამცველს სთხოვს მისი საქმის დაჩქარებულ ვადაში შესწავლასა და დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად რეკომენდაციის გამოცემას,” – ამბობს კვესიტაძე.
შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც “რუსთავი 2”-ის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამარხის წამყვანი ჟურნალისტები (ნოდარ მელაძე, ნანუკა ჟორჟოლიანი, გიორგი გაბუნია, ეკა კვესიტაძე, გიორგი ლაფერაშვილი) სამსახურიდან გაათავისუფლა, “კურიერის” წამყვანებმაც დიანა ჯოჯუამ და მიშა სესიაშვილმა სამუშაო ადგილები დატოვეს.
ასევე ახალი ამბები არ ქვეყნდება “რუსთავი 2-ის” ვებსაიტზეც.