aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

ბრაზილიის პრეზიდენტმა ამაზონის ხანძრებთან საბრძოლველად მთავრობის მობილიზაცია გამოაცხადა

aviabiletebi
ავიაბილეთები

ბრაზილიის ყველა სამინისტროს ამაზონის ტყეებში ხანძართან საბრძოლველად საკუთარი წინადადებების წარდგენა ევალება –  ამის შესახებ ბრძანებას ჟაირ ბოლსონარუმ მოაწერა ხელი.

„ყველა სამინისტრო მობილიზებულია, რომ პრობლემის გადაჭრის გზები წარმოადგინონ. დაწყებული წერტილოვანი მოქმედებებით, რაც ეხება უშუალოდ ხანძარს და ტყის განადგურებას, მთლიანად რეგიონისთვის პრობლემების გადაჭრას“, – განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ონიკს ლორენცონიმ.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მოელიან, რომ ხანძართან ბრძოლის პრიველ ნაბიჯებს დღესვე გამოაქვეყნებენ.

ბრაზილიას დახმარება ჩილემ, არგენტინამ და ვენესუელამ უკვე შესთავაზეს. საფრანგეთის პრეზიდენტმა მაკრონმა ამაზონის ხანძრებს საერთაშორისო კრიზისი უწოდა და „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებს პრობლემის განხილვისკენ მოუწოდა სამიტზე ბიარიცში.

ხანძარი უკვე სამ კვირაზე მეტია გრძელდება. ბრაზილიის კოსმოსური კვლევების ეროვნული ინსტიტუტის თანამგზავრული მონაცემების ანალიზმა აჩვენა, რომ ამაზონის ტყებში ხანძრის ფართობი 82 პროცენტით აღემატება იმ ტერიტორიას, რომელიც ხანძრებისგან შარშან განადგურდა.

იტვირთბა....