ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“R2-ის ჟურნალისტები თუ მობრუნდებიან, ვიქნებით ბედნიერები, თუ არა, ახალს მოვძებნით” – ხალვაში

რუსთავი 2-ის ახალი მფლობელის, ქიბარ ხალვაშის თქმით, თუ წასული ჟურნალისტები დაბრუნდებიან, ბედნიერები იქნებიან, წინააღმდეგ შემთხვევაში კი არხისთვის ახალ ჟურნალისტებს მოძებნიან. მისივე თქმით, ჟურნალისტები, რომლებმაც არხი დატოვეს, შანტაჟისა და ბულინგის მსხვერპლნი გახდნენ. ამის შესახებ მან “იმედთან” ინტერვიუში ისაუბრა.

“ჩვენ ვფიქრობთ ახალ კადრებზეც და ძველებზეც. ჩვენ ვიქნებით ობიექტური, კრიტიკული ტელევიზია და ძველი კადრებისთვის სამუშაო არის. არ ექნებოდათ არავითარი შეხება. ვფიქრობ, რომ შანტაჟისა და ბულინგის მსხვერპლი გახდნენ. თუ მობრუნდებიან, ვიქნებით ბედნიერები, თუ არა და ახალს მოვძებნით”,-თქვა ხალვაშმა.

შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც  “რუსთავი 2”-ის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამარხის წამყვანი ჟურნალისტები (ნოდარ მელაძე, ნანუკა ჟორჟოლიანიგიორგი გაბუნიაეკა კვესიტაძე, გიორგი ლაფერაშვილი) სამსახურიდან გაათავისუფლა, “კურიერის” წამყვანებმაც დიანა ჯოჯუამ და მიშა სესიაშვილმა სამუშაო ადგილები დატოვეს.

ასევე ახალი ამბები არ ქვეყნდება “რუსთავი 2-ის” ვებსაიტზეც.

იტვირთბა....