„ჯორჯიან მანგანეზი“ „Human Rights Watch-ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს – “არც ერთი წელი სიკვდილის გარეშე“, ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ორგანიზაციის ნებისმიერ რეკომენდაცასა და შეფასებას იღებს სერიოზულად, თუმცა ანგარიშში დაფიქსირებული ზოგიერთი გარემოება იწვევს ვარაუდს, რომ სიღრმისეულად არ არის შესწავლილი ზოგიერთი საკითხი.
კომპანია ასევე აღნიშნავს, რომ Human Rights Watch-ის კვლევის პარალელურად, წარმოებდა და ახლაც მიმდინარეობს კომპანიისა და დასაქმებულებს შორის ინტენსიური მოლაპარაკებები, რომლის შედეგადაც გადაიხედა და მომავალშიც უნდა გადაიხედოს სოციალური პოლიტიკის გარკვეული საკვანძო საკითხები.
„Human Rights Watch-ის ანგარიშში მოცემულ რეკომენდაციებს თუ შეფასებებს კომპანიის ოპერირებისა და სამუშაო პრაქტიკის თაობაზე, ისევე, როგორც ყველა იმ საკითხს, რომელსაც ეხება დასკვნა, კომპანია იღებს ძალიან სერიოზულად. თუმცა, ანგარიშში დაფიქსირებული ზოგიერთი გარემოება იწვევს ვარაუდს, რომ სიღრმისეულად არ არის შესწავლილი ზოგიერთი საკითხი. ასე, მაგალითად: ზეგანაკვეთური და ღამის სამუშაოს გაზრდილი განაკვეთით ანაზღაურება, შესვენების საკითხი, კვოტების საკითხი. ასევე, არასრულყოფილად არის წარმოჩენილი მოპოვების ე.წ. ახალი სისტემა. კერძოდ, ამ სისტემით მომუშავე პირებს ყოველთვის ჰქონდათ და დღემდე აქვთ თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობა, სურვილის შემთხვევაში იშუამდგომლონ მათთვის მისაღები ცვლიანობის მქონე სამუშაოზე გადაყვანის თაობაზე.
ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ კომპანიაში არსებული ცვლიანობის მრავალფეროვნება ხელს უწყობს დასაქმებულთა მიერ მათი დროის მართვის მოქნილობას, ბაზრის გეოგრაფიულ გაფართოებას და ამით მთელ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ფარავს. ამავე შესაძლებლობას ამყარებს საერთო საცხოვრებლისა და უფასო ტრანსპორტირების არსებობა.
ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ ახალი სისტემის შემოღებისას ინტენსიური უკუკავშირი არსებობდა პროფკავშირებსა და მუშებთან. იმართებოდა შეხვედრები, ვიზიტები ადგილზე სიტუაციის გაცნობისა და სამუშაო და საყოფაცხოვრებო პირობების დათვალიერების მიზნით.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, კომპანიის აზრით, მან შესთავაზა დასაქმებულებს დასაქმების ისეთი მოდელი, რომელიც მოიცავს კვებას, ტრანსპორტირებას, საცხოვრებელსა და ჯანმრთელობის დაზღვევას, რითაც, ერთი მხრივ, ამცირებს დასაქმებულთა ყოველდღიურ ხარჯებს, მეორე მხრივ კი მაქსიმალურად უზრუნველყოფს მძიმე სამუშაო ადგილას მომუშავე პირებისათვის საჭირო და სათანადო დასასვენებელ გარემოს. რეალობამ ცხადყო, რომ აღნიშნული მოდელი საკმაოდ დიდი დაინტერესებით სარგებლობს შრომით ბაზარზე და დასაქმებულები საკუთარი შრომითი პირობების ხარჯსარგებლიანობის ანალიზის საფუძველზე არჩევენ მათთვის მისაღებ შრომით მოდელს.
აქვე აღვნიშნავთ, რომ, Human Rights Watch-ის კვლევის პარალელურად, წარმოებდა და ახლაც მიმდინარეობს კომპანიისა და დასაქმებულებს შორის ინტენსიური მოლაპარაკებები, რომლის შედეგადაც გადაიხედა და მომავალშიც უნდა გადაიხედოს სოციალური პოლიტიკის გარკვეული საკვანძო საკითხები.
კომპანიისთვის დასაქმებულების შრომითი და სოციალური უფლებები, მათი ჯანმრთელობა და უსაფრთხოება ყოველთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი და, შესაბამისად, კომპანიის ხელმძღვანელობა მუდმივად მუშაობს არსებული ხარვეზების აღმოფხვრასა და დასაქმებულთა პირობების სრულყოფაზე.
„ჯორჯიან მანგანეზი“ მზად არის Human Rights Watch-თან და პროფკავშირებთან ერთად, ნებისმიერ სამუშაო ფორმატში გააგრძელოს თანამშრომლობა. რაც ხელს შეუწყობს კომპანიის ეფექტურ მუშაობას, როგორც დასაქმებულთა შრომითი პირობების უზრუნველყოფის, ისე შრომითი უფლებებისა და უსაფრთხოების გაუმჯობესების ნაწილში”.- აცხადებენ “ჯორჯიან მანგანეზში”.
შეგახსენებთ, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ორგანიზაციამ საქართველოში მშრომელთა, განსაკუთრებით კი მაღაღოელთა სამუშაო პირობებზე, დღეს გამოაქვეყნა.
კვლევაში ვკითხულობთ, რომ მანგანეზის უმსხვილესი მწარმოებელს, “ჯორჯიან მანგანეზს” (GM), რომელიც მართავს 11 მაღაროსა და გადამამუშავებელ ქარხანას, 3 500 ადამიანი ჰყავს დასაქმებული. ამ კომპანიაში მომუშავეებმა, Human Rights Watch-ს განუცხადეს, რომ ისინი მიწის ქვეშ გადაბმულად, 12 საათის განმავლობაში მუშაობენ, თვეში 15 დღე, რის გამოც, დაქანცულები არიან, ამასთანავე, გეგმის შეუსრულებლობის შემთხვევაში, ხელფასიდან, ჯარიმასაც ახდევინებენ.