ახალი ამბები მთავარი სამართალი

ადვოკატი – ავთანდილ წერეთელი გამორიცხავს თავის მონაწილეობას რაიმე დანაშაულებრივ ქმედებაში 

„აბსურდულია ბრალდება და აბსურდად მიაჩნია თავად ავთანდილ წერეთელსაც”, – ამის შესახებ ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის ადვოკატმა, კახა წერეთელმა განაცხადა.

ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი უდანაშაულოა.

“ჩემთვის ცნობილია ავთანდილ წერეთლის პოზიცია. ის გამორიცხავს თავის მონაწილეობას რაიმე დანაშაულებრივ ქმედებაში და შესაბამისად დარწმუნებულია, რომ ბრალდება არის დაუსაბუთებელი. საუბარია 10-11 წლის წინანდელ ტრანზაქციებზე თანხის სესხებაზე, გასესხებაზე და ა.შ” – ამბობს ადვოკატი კახა წერეთელი.

იტვირთბა....