„საქართველოში გრძელდება თავისუფალი მედიისა და ოპოზიციურად განწყობილი ბიზნესმენების მოთვინიერების მცდელობა. ამის ბოლო მაგალითია ხაზარაძის საქმეზე წერეთლების ოჯახისთვის წაყენებული ბრალი, რაც პირდაპირ უკავშირდება „ტვ პირველის“ ფუნქციონირებას და ასევე, იმ ბიზნესმენების არსებობას, რომლებიც ხელისუფლებას მორჩილებას არ უცხადებენ“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე. მგონია, ყველაზე უპრიანი ნაბიჯი იქნება შეიქმნას „ტვ პირველის“ გადარჩენის სამოქალაქო ფონდი, რომელიც განაცხადებს, რომ თუ ტელეკომპანიას ფუნქციონირებას პრობლემა შეექმნება, მისი მფლობელების, პარტნიორებისა და დამფინანსებლების წინააღმდეგ სახელმწიფო ზეწოლის გამო, მოქალაქეები ჩვენს თავზე ავიღებთ ამ ვალდებულებას და პასუხისმგებლობას – საქართველოს შევუნარჩუნოთ განსხვავებული სიტყვის, თავისუფალი სიტყვის საშუალება. აქ საჭიროა გავიაზროთ ერთი რამ – თავისუფალი სიტყვა თუ არსებობს ქვეყანაში, ეს სიტყვაა განსხვავებული. თუ ჩვენ გვინდა თავისუფალი საქართველო, მაშინ გვჭირდება თავისუფალი მედია, სახელისუფლებო კონტროლს არდაქვემდებარებული მედია. ეს არის სამოქალაქო საქმე”.
დავით უსუფაშვილი, “შენების მოძრაობის” ლიდერი