მთავარი სამართალი სოციალური ქსელი

ცხადზე ცხადი ხდება, რაც დრო გადის, რატომ დატოვეს უცვლელი პროკურატურა და სასამართლო სისტემა! – ნაცვლიშვილი

იურისტი ანა ნაცვლიშილი სოციალურ ქსელში სასამართლოში არსებულ ვითარებაზე წერს და აცხადებს, რომ ქარგი გამძლე დატოვა ადეიშვილმა, ჩინჩალაძე კი კვლავაც იქაა, ხარისხი რომ არ დავარდეს.

“ხომ ცხადზე ცხადი ხდება, რაც დრო გადის, რატომ დატოვეს უცვლელი პროკურატურა და სასამართლო სისტემა! (ბოდიში, დამავიწყდა, კანონებში 39 მძიმე ჩასწორდა და 51 წერტილი გადანაცვლდა). ის ხალხი, ვინც საქმეებს კერავდა და მერე ჩაქუჩს უბრახუნებდა შეკერილ საქმეებს, ისევ იქ სხედან, სისტემის ერთგული მსახურები და კერავენ, კერავენ მუხლჩაუხრელად

ქარგი გამძლე დატოვა ადეიშვილმა, ჩინჩალაძე კი კვლავაც იქაა, ხარისხი რომ არ დავარდეს!
ეს “მკერავი” ხალხი ცუდი ხალხი კი არაა, სუფრაზე ყანწებით სვამენ საქართველოს სადღეგრძელოს.
დრო რომ გავა, მშვიდი ტონით იტყვიან: “მაშინ დრო იყო ასეთი” (ბოლო 30 წელი ამ ქვეყანაში), “მონანიებიდან” მოიპარავენ ამ გენიალურ ფრაზას, ცოტა სინდისი ვისაც შეუღიტინებს, ის თავს ჩარგავს და ცოტა ხმადაბლა იტყვის: რა მექნა, შვილები მყავდა სარჩენი.

აი, ამ შვილებს რა ქვეყანას ახვედრებთ, ამაზე დაფიქრდით! ვერ იცხოვრებენ თქვენი შვილები კუნძულებზე, ვერც კოშკებში, აქ უნდა იცხოვრონ, ამ ქვეყანაში”, – წერს ნაცვლიშვილი.

იტვირთბა....