ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დღეს, პაატა სალია “რუსთავი 2”-ში შექმნილ ვითარებაზე განცხადებას გააკეთებს

„რუსთავი 2″ -ის გენერალური დირექტორი პაატა სალია „რუსთავი 2″-ში შექმნილ ვითარებასა და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით განცხადებას დღეს გააკეთებს. ამის შესახებ პაატა სალიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც “რუსთავი 2”-ის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ არხის წამყვანი ჟურნალისტები (ნოდარ მელაძე, ნანუკა ჟორჟოლიანიგიორგი გაბუნიაეკა კვესიტაძე, გიორგი ლაფერაშვილი) სამსახურიდან გაათავისუფლა, არხი დატოვა “კურიერის” პრაქტიკულად მთელმა შემადგენლობამ.

ამ დრომდე “კურიერი” ეთერში არ გადის, ხოლო არხის ვებსაიტზე ახალი ამბები უკვე 24 საათზეა მეტია არ გამოქვეყნებულა.

გარდა ამისა, ნესტან ნენე კვინიკაძემ, ქეთი დევდარიანმა, ლაშა ბუღაძემ და დათო ტურაშვილმა, რომლებსაც “რუსთვი 2” -ის ეთერში შაბათის შუადღე მიყავდათ, სამსახური დატოვეს.  

იტვირთბა....