ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სოციალური ქსელი

წადით ახლა და გვარამიას მ…….. – ბათუმის საკრებულოს წევრი “რუსთავი 2-ის” ჟურნალისტებს

ბათუმის საკრებულოს “ქართული ოცნების” დეპუტატი სოციალურ ქსელში რ2-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს უცენზურო სიტყვებით გამოეხმაურა. ირაკლი პატარიძემ facebook-ში კომენტარი ტელეკომპანია “იმედის” მიერ მომზადებულ მასალაზე დაწერა, რომელიც “რუსთავი 2”-დან წასული ჟურნალისტების საკითხს ეხებოდა. ინფორმაციას “tv 25” ავრცელებს.

ირაკლი პატარიძე ბათუმის საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარეა.

“მეტრონომი” დაუკავშირდა დეპუტატს, რომელმაც გვითხრა, რომ შეხვედრაზე იყო და მოკლე ტექსტური შეტყობინებით გაგვეგზავნა კითხვა. ჩვენ დეპუტატს გავუგზავნეთ მოკლე ტექსტური შეტყობინება, მაგრამ ის ამ დრომდე არ გვპასუხობს.

 

იტვირთბა....