ახალი ამბები მედია მთავარი

სალია – საინფორმაციო სამსახურის უფროსის ერთ-ერთ კანდიდატურად ნინო შუბლაძეს განვიხილავთ

“რუსთავი 2-ის” გენერალური დირექტრი პაატა სალია აცხადებს, რომ ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის ერთ-ერთ უფროსად ნინო შუბლაძის კანდიდატურა განიხილება.

“ამ ეტაპზე გადაწყვტილება მიღებული არ არის. საუბარი შეიძლება ბევრ ადამიანთან იყოს, ბევრ ვინმეს განვიხილავ რუსთავი ორის საინფორმაციოს უფროსად. ერთერთ კანდიდატურად შეიძლება განვიხილოთ ნინო შუბლაძე, თუმცა სხვა ადამაინებთანაც არის საუბარი და გეცნობებათ ამის თაობაზე. კიდევ ვისთან არის საუბარი ამას ვერ გეტყვით,” – თქვა სალიამ.

შეგახსენებთ, რომ სალიამ საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე თანამდებობიდან გაათავისუფლა.

იტვირთბა....