ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ლაგოდეხში ტყის ქვედა საფარი დაიწვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ „112“-ში შემოსული ინფორმაციის თანახმად, ლაგოდეხში, სოფელ მაწიმში შეინიშნებოდა ძლიერი დაკვამლიანება და ხანძრის კერა. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

შემთხვევის ადგილზე, დაუყონებლივ გავიდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, რომლებმაც უამინდობის მიუხედავად, ხანძრის ლოკალიზება დროულად მოახერხეს.
ცეცხლის გავრცელებას ხელს უწყობდა ძლიერი ქარი.

დამწვარია ტყის ქვედა საფარი, ეკალ-ბარდი და დაზიანებულია რამდენიმე ხე.

ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე მუშაობდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კახეთის სამმართველოს 10 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.

იტვირთბა....