მთავარი სამართალი

სუს-ი – ბიძინა გეგიძე გამოკითხვაზე წინა სამსახურთან დაკავშირებითაა დაბარებული

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, “ქართული ოცნების” დეპუტატი ბიძინა გეგიძე უწყებაში მოწმის სახითაა დაბარებული და საქმე მის წინა სამსახურს ეხება.

“ანტიკორუფციულ სააგენტოში 2018 წლის 2 აგვისტოდან მიმდინარეობს გამოძიება, რომლის ფარგლებშიც ბიძინა გეგიძე მოწმის სახით გამოკითხვის მიზნით დაბარებულია ანტიკორუფციულ სააგენტოში 2019 წლის 19 აგვისტოს 11 საათზე. აღნიშნულ საქმეთან დაკავშირებით, ბიძინა გეგიძეს უწყება თავდაპირველად გაეგზავნა და ჩაბარდა 3 მაისს, თუმცა მისი გამოკითხვა ვერ მოხერხდა. მეორედ მას უწყება 17 აგვისტოს ჩაბარდა. აღნიშნული გამოძიება მის წინა სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება,” – აცხადებენ სუს-ში.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ბიძინა გეგიძის უწყებაში დაბარების შედეგად, მისივე განცხადებით გახდა ცნობილი.

„მოგესალმებით. ყოველგვარი შესავლის გარეშე გაცნობებთ, რომ გამოკითხვაზე დაბარებული ვარ სუს – ში (სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტო). ამ დღეებში ვაპირებ მისვლას!“, – დაწერა გეგიძემ სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, ბიძინა გეგიძე სუს-ში დღეს  უნდა მისულიყო, თუმცა არ მივიდა და განაცხადა, რომ ბრიფინგის გამართვას აპირებს.

იტვირთბა....