საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ბიძინა გეგიძის განცხადებით, სუს-ში გამოკითხვაზეა დაბარებული.
როგორც თავად სოციალურ ქსელ Facebook-ის პირად გვერდზე წერს, სუს-ში მისვლას ამ დღეებში აპირებს.
დეპუტატი არ აკონკრეტებს, თუ რის თაობაზე იგეგმება მისი გამოკითხვა.
„მოგესალმებით. ყოველგვარი შესავლის გარეშე გაცნობებთ, რომ გამოკითხვაზე დაბარებული ვარ სუს – ში (სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტო). ამ დღეებში ვაპირებ მისვლას!“, – წერს გეგიძე სოციალურ ქსელში.